უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
არქივი
ეკონომიკა
თურქეთის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და თურქეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მურატ ჩეტინკაიამ, ბელეკში, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 37-ე შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად აწარმოებენ საქმიან დიალოგს ექსპერტების დონეზე და გააძლიერებენ თანამშრომელთა გაცვლით სამუშაო ვიზიტებს, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს ტექნიკური რჩევებით, ტრენინგებით, სემინარებით, ვორქშოფებით, კვლევითი ვიზიტებითა და აქტივობებით ორმხრივად შეთანხმებულ საკითხებსა და სფეროებზე.
შეთანხმების შესაბამისად, მხარეები აპირებენ გაცვალონ ინფორმაცია და შეხედულებები ეკონომიკასა და ფინანსური განვითარების შესახებ ორი ქვეყნის ჭრილში და ასევე ცენტრალური ბანკის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.