საზოგადოება
თურქეთში ავარიაში მოყოლი ქართველი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
თურქეთში, ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ანსამბლ „ლამპრების“ ოპერატორი გერასუნის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
60 წლის მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.
როგორც ოჯახის ახლობლები ექიმზე დაყრდნობით აცხადებენ, პაციენტს ძლიერი სისხლჩაქცევები განუვითარდა და მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, გერასუნის გუბერნიაში ორი დღის წინ მოხდა. ანსამბლ „ერისიონის” საბავშვო სტუდია „ლაპრების” წევრები გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ.
ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
როგორც ცნობილია, კიდევ ერთ დაშავებულ ქალს, რომელიც ერთ-ერთი ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
თურქეთის სამედიცინო კლინიკაში ამ დროისათვის, ავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი რჩება.