უკან

მსოფლიო

12 დეკემბერი, 2016 12:45
font-size

თურქეთში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“აიღეს

თურქეთის ცენტრში, მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“აიღეს.

გვიან ღამით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან საგანგებო სხდომა ჩაატარა.

მანამდე კი, თურქეთის პრეზიდენტმა ტერაქტის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვას დაესწრო და მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ხალხსა და მთავრობას მეტი ყურადღება მართებს.

„აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა გავერთიანდეთ. თურქ ხალხს მთავრობის იმედი უნდა ჰქონდეს. გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ბრძოლა, მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეწყდება. თუ ტერორისტები ჩვენს დაშინებას ცდილობენ, ეს არ გამოუვათ“,-განაცხადა ერდოღანმა.

ქვეყნის პრემიერის ბინალი ილდირიმის თქმით კი, ტერორისტული ორგანიზაციების მიზანია, თურქი ხალხის ერთიანობის დარღვევა.

„მათ არ სურთ, რომ თურქებმა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინონ. არ განვასხვავებთ ტერორისტულ ორგანიზაციებს. მათ მიმართ დაუნდობელ ბრძოლას განვაგრძობთ“,-აღნიშნა ილდირიმმა.

ბოლო მონაცემებით, 10 დეკემბრის ტერაქტების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 30 სამართალდამცველია.

ტერაქტები სტამბოლის ბეშიკტაშის რაიონში მოხდა. პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 22:30-ზე სტადიონთან ახლოს მდებარე დანაღმულმა ავტომობილმა გამოიწვია.

თითქმის 1-წუთიანი ინტერვალით, კი ამავე რაიონში თითმკვლელმა აიფეთქა თავი.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი