უკან

საზოგადოება

21 ივლისი, 2017 11:40
font-size

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ირაკლი კოპლატაძე

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან - აცხადებს საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე.

მისი თქმით, ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე ქართველი დამსვენებლების მხრიდან ზარები შევიდა, რომელიც ძირითადად, მიწისძვრის შიშით იყო გამოწვეული.

„ამ დროისთვის, საელჩოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში მიწისძვრის ეპიცენტრი იყო საბერძნეთის მხარეს, ეგეოსის ზღვასთან. ბოდრუმში იყო საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა. დაზიანებულია ძველი შენობები, მაგრამ, რაც მთავარია, მსხვერპლი არაა.

ამ მომენტისთვის, 90 ადამიანია დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა, მათ შორის ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იყო ცხელ ხაზზე შემოსული ზარები, ძირითადად, შიშის მომენტიდან გამომდინარე. თუმცა, ამ დროისათვის, დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები“ - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

თურქეთის ქალაქ ბოდრუმსა და საბერძნეთის კუნძულ კოსს შორის მომხდარი, 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთში ორი ადამიანი დაიღუპა, 170-ზე მეტი კი, დაშავდა.

რაც შეეხება თურქეთს, დაშავებულია 90-მდე ადამიანი, თუმცა მათ შორსი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

15 ნოემბერი, 2019 , 15:34

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართე

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომ

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფი

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარს შეადგენს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგ

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

15 ნოემბერი, 2019 , 12:15

საქართველოს ბანკი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში, ვინც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო. SWIFT gpi არის ახალი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 11:00 საა