უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

14 ნოემბერი, 2016 11:55
font-size

თურქეთში მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ

თურქეთში მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

ამის მიზეზიგაზეთი „აბხაზია“გახდა, რომელიც თურქეთის ყოველდღიური გაზეთის Sabah-ის დანამატად გამოიცემა. Sabah-ი 30 წელია არსებობს და იგი მილიონიანი ტირაჟით იყიდება.

როგორც „იმედის დროს“ საკითხის კომენტირებისას თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა, ქართულმა მხარემ თურქეთის მხარეს დაუკავშირდა და პოზიცია მყისიერად და მკაფიოდ დააფიქსირა.

„ჩვენ დავუკავშირდით თურქულ მხარეს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თურქეთის ხელისუფლებას და მკაფიოდ და მყისიერად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ამჟამად ვმუშაობთ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად და გულახდილად უნდა ვთქვა, რომ თვითონაც ძალიან შეშფოთებულია ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ეს ფაქტი ეწინააღმდეგება ოფიციალური ანკარის გაცხადებულ პოზიციას საქართველოს ტერიტორულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით“,-აღნიშნა კოპლატაძემ.

თურქეთში მცხოვრებ ქართველის ერეკლე დავითაძეს განცხადებით, აფხაზეთის სახელით არსებული გაზეთი არღვევს საქართველოს ინტერესებს.

„ამიტომ მე და ბევრი თურქეთელი ქართველი წინააღმდეგი ვართ ამნაირი ქმედებების. ვაპროტესტებთ და ვგმობთ ამ გაზეთ Sabah-ის ქმედებას“,- აღნიშნა დავითაძემ „იმედის დროსთან“ საუბარში.

თურქეთში მცხოვრები კიდევ ერთ ქართველის ელიზაბარ ცივნარიძის თქმით კი, იგეგმება გაზეთის შენობასთან ქართველების შეკრება.

მისი თქმით, ქართველები განცხადებასშეიმუშავებენ და თურქეთის მხარეს საკუთარ პროტესტს გააცნობენ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად - საქართველოს საპატრიარქო

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "მართალია, მოსკ

50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, 20 უპილოტო საფრენი აპარატი და სადაზვერვო ტექნიკა - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს

19 სექტემბერი, 2019 , 10:40

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს. „კავკაზკი უზელის“ ინფორმაციით, სწავლება რუსეთის სამხრეთში მდებარე პოლიგონებზე, ასევე სომხეთში და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალი

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო აქტივობის შეწყვეტა - ირაკლი ანთაძემ

13 სექტემბერი, 2019 , 17:42

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, კონსე

დათა ვანიშვილი მედლინ მუნს: 88 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ და ახლა გავხდი რუსეთის?

13 სექტემბერი, 2019 , 14:50

88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა, დათა ვანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მის

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

10 სექტემბერი, 2019 , 10:15

სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფი

საქართველოს საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს

7 სექტემბერი, 2019 , 10:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს