უკან

მსოფლიო

9 ივლისი, 2018 11:25
font-size

თურქეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - 24 ადამიანი დაიღუპა, 318 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თურქეთის დასავლეთში, ტეკირდაგის პროვინციაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა რეჯეფ აქდაგმა განაცხადა.

მისივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს, ადგილობრივი დროით 6:00 საათზე დასრულდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის 5 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.

ტეკირდაგის გუბერნატორის მეჰმეთ ჯეილანის თქმით, კატასტროფა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

სამგზავრო მატარებელს 362 მგზავრი გადაჰყავდა და სარკინიგზო სამსახურის 6 თანამშრომელი, რომლებიც ედირნიდან სტამბულში მიემგზავრებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის, აჰმეთ დემირჯანის თქმით, საავადმყოფოში 318 მგზავრი გადაიყვანეს, აქედან 124 სტაციონარულ მკურნალობას გადის.

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში

12 ნოემბერი, 2019 , 15:00

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში. "მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ,

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის. ნაზარბაევი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისი ინფო

ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ბოლივიის პრეზიდენტი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევო მორალესმა მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით აცნობა. თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პ

ირანში ძლიერ მიწისძვრა მოხდა

8 ნოემბერი, 2019 , 10:35

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კ

უკრაინის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა ფილიპ მორისის, ბრიტიშ ამერიკან თამბაქოს და ჯეი თი აის წარმომადგენლობები 262 მილიონი დოლარით დააჯარიმა

7 ნოემბერი, 2019 , 16:15

უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა 6.5 მლრდ გრივნათი დააჯარიმა თამბაქოს მსხვილი მწარმოებლები და სიგარეტის დისტრიბუტორები. ჯარიმა დაკისრებული იქნა მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების შეთანხმებული ანტიკონკურენტული მოქმედებე

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან“ - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

5 ნოემბერი, 2019 , 18:00

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან“ - ამის შესახებ შვედე