უკან
სამართალი
29 სექტემბერი, 2017 12:00
თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედია თურქული პოლიციის მიერ მათი დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
გავცრელებული ინფორმაციით, მამაკაცები ქუჩაში მიმავალ ქალს თავს დაესხნენ და მობილური ტელეფონის წაართმევა სცადეს.
დაზარალებულმა მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დააკავეს.
დაზარალებულმა დაკავებულები ამოიცნო.
მონიკა დავლიანიძე