უკან

საზოგადოება

8 აპრილი, 2017 13:15
font-size

თურქეთში სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქის ცემის ფაქტზე სასამართლო პროცესი გაიმართება

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქის როინ ლეონიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დღეს თურქეთის ქალაქ ხოფში სასამართლო პროცესი გაიმართება.

ლეონიძის მეუღლის, ინეზა დევაძის განცხადებით, ჯერ ცნობილი არაა, რომელ საათზე გაიმართება სასამართლო. მისი თქმით, ლეონიძის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სიარული უჭირს.

„ახლა მოვიდა თურქეთის საკონსულოც, საქართველოს საკონსულოც, შეხვედრა იქნება, გაიმართება მოალაპარკებები. გუშინ გვითხრეს, რომ სასამართლო პროცესზე 11 საათისთვის უნდა მოვილაპარაკოთ და გადავწვიტოთ. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის იქნება. ჩემი მეუღლის მდგომარეობა არც ისე მძიმეა, მაგრამ გუშინ ღამით გამაყუჩებლებზე იყო, ტკივილები ჰქონდა, სიარულით დადის, მაგრამ უჭირს“, - განუცხადა დევაძემ „მოამბეს“.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ციალა ქათამაძის განცხადებით, ლეონიძეს სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

„მას სახეზე აღენიშნებოდა გარკვეული ტიპის დაზიანებები და ჩვენს წარმომადგენელთან საუბარში მან აღნიშნა, რომ საბაჟოზე ჰქონდა ცემის ფაქტს ადგილი“, - განაცხადა ქათამაძემ.

37 წლის როინ ლეონიძე ამ დრომდე ხოფის საავამდყოფოში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლეონიძე მეუღლესთან ერთად თურქეთში გადადიოდა. მებაჟემ მას „ნიფტალი“ ( თურქეთში შესვლის ერთდღიანი აკრძალვა) ჩაურტყა, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თვითმხილველთა განცხადებით, ლეონიძე 4-მა თურქმა მებაჟემ სცემა. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა თქმით, მსგავსი შემთხვევები თურქი მებაჟეების მხრიდან ხშირად ხდება და დახმარებას ითხოვენ მთავრობისგან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქ სამართალდამცავებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში თურქ პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, როგორც თურქი პოლიციელი, ასევე საქართველოს მოქალაქე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ დაიკითხებიან პროკურატურაში.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი