უახლესი ამბები
- 29.03.2024 16:43იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ
- 29.03.2024 16:06ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი
- 29.03.2024 15:41არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი
- 29.03.2024 15:10ჰოსპიტალიზაცია წინასწარ შეთანხმებულ კლინიკებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღება - 3 პირი დააკავეს, 2-ს ბრალდება წარედგინა
- 29.03.2024 14:52მთავრობის მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური - ვახტანგ ცინცაძე
- 29.03.2024 14:05„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
- 29.03.2024 13:54ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 13:40საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 12:02მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება
- 29.03.2024 11:46თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
არქივი
მსოფლიო
თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი
თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი.
ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარკოფაგებს არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს. საელჩო ინფორმაციის დასაზუზტებლად მოკვლევას იწყებს.
„სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი! თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიკიპედიაში გურჯი - ხათუნის შესახებ შემდეგი ინფორმაციაა:
თამარი, გურჯი-ხათუნი (XIII საუკუნე) — საქართველოს მეფის რუსუდანის ასული. მამამისი მოღის ედ-დინი იყო, არზრუმის გამგებლის ტოღრილის ძე.
1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს (1236-1246). თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.
სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურული მშვენებაა.