უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

18 თებერვალი, 2017 13:30
font-size

თურქეთში ტერორისტებთან შესაძლო თანამშრომლობის ბრალდებით გერმანული Die Welt-ის ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში ტერორისტებთან შესაძლო თანამშრომლობის ბრალდებით გერმანული ყოველდღიური გაზეთ Die Welt- ის ჟურნალისტი დენიზ იუსელი დააკავეს.

როგორც გამოცემა იუწყება, იუსელს ბრალს დებენ მემარცხენე ჰაკერულ ორგანიზაცია RedHack-თან თანამშრომლობას, რომელიც, თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტული დაჯგუფების სტატუსი მისცა იმის გამო, რომ RedHack-მა გატეხა და WikiLeaks-ზე გაავრცელა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ბერატ აილბაირაკისა და რეჯიფ ტაიფ ერდოღანის სიძის საფოსტო მიმოწერა. მიმოწერაში საუბარი იყო თურქულ მედიაკომპანიებზე კონტროლსა და საზოგადოებრივი აზრის ფრომირებაზე ყალბი ტვიტერების მეშვეობით.

გარდა ამისა, თურქეთის პოლიცია იუსელს ადანაშაულებს ტერორიზმის პროპაგანდასა და ინფორმაციის არაკანონიერ გამოყენებაში.

Die Welt-ის მთავარი რედაქტორი ულფ პოშარდტი იმედოვნებს, რომ „სამართლიანი გამოძიება დაადასტურებს იუსელის უდანაშაულობას“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა იუსელის დაკავების გამო.

„ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ მიმდინარე გამოძიება ბატონი იუსელის შესახებ კანონის სრული დაცვით განხორციელდება და სრული პატივისცემით პრესის თავისუფლების მიმართ, რომელიც გარანტირებულია თურქეთის კონსტიტუციით“,- წერია მინისტრის განცხადებაში.

ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, „გერმანია ყველაფერს აკეთებს დენიზ იუსელის მხარდასაჭერად“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დამცველი კომიტეტის“ მონაცემებით, წინა წელს თურქეთში 81 ჟურნალისტი დააპატიმრეს. ორგანიზაციის განცხადებით, მათი უმრავლესობა 15 ივლისის ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოხდა.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში

12 ნოემბერი, 2019 , 15:00

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში. "მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ,

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის. ნაზარბაევი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისი ინფო

ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ბოლივიის პრეზიდენტი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევო მორალესმა მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით აცნობა. თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პ

ირანში ძლიერ მიწისძვრა მოხდა

8 ნოემბერი, 2019 , 10:35

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კ

უკრაინის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა ფილიპ მორისის, ბრიტიშ ამერიკან თამბაქოს და ჯეი თი აის წარმომადგენლობები 262 მილიონი დოლარით დააჯარიმა

7 ნოემბერი, 2019 , 16:15

უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა 6.5 მლრდ გრივნათი დააჯარიმა თამბაქოს მსხვილი მწარმოებლები და სიგარეტის დისტრიბუტორები. ჯარიმა დაკისრებული იქნა მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების შეთანხმებული ანტიკონკურენტული მოქმედებე

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან“ - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

5 ნოემბერი, 2019 , 18:00

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან“ - ამის შესახებ შვედე