უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 14:10
font-size

თურქეთთან თვითმფრინავზე მიდის მოლაპარაკება - ვახტანგ გომელაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გართულებულია ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია, რადგან ცეცხლის სხვადასხვა კერა ჩნდება, რაც ხანძარს აძლიერებს.

„რამდენ ხანში მოხდება ხანძრის მთლიანი ლიკვიდაცია, ჯერ ვერ ვიტყვით. თვითონ ადგილზე ვინც მუშაობენ, მათთვისაც რთულია, იმიტომ რომ პატარ-პატარა კერები ჩნდება. ეს გაღვივებული ნაკვერჩხლები გადადის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ მუშაობენ ფიზიკურადაც, ვერტმფრენებიც მუშაობს, მძიმე ტექნიკაც მუშაობს, სახანძრო მანქანებიც მუშაობენ“, - განაცხადა გომელაურმა.

სუს-ის უფროსის ინფრომაციით, თურქეთთან მოლაპარაკებები მიმიდინარეობს, რომ 2 ვერტმფრენის გარდა მეზობელმა ქვეყანამ თვითმფრინავიც გამოაგზავნოს საქართველოში. მისი თქმით, სხვა ქვეყნებიდან დახმარება მოსალოდნელი არაა.

„დაემატება ავიაცია თურქეთიდან, სხვა ქვეყნიდან არ განიხილება. დაემატება ორი ვერტმფრენი, არის კიდევ თვითმფრინავზე საუბარი თურქეთიდან“, - განაცხადა გომალაურმა.

უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.

ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.

ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ანა მებურიშვილი

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით` მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა

12 აპრილი, 2021 , 18:25

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მერვე მიმოხილვის დასრულებით მთ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4232 ლარი გახდა

12 აპრილი, 2021 , 17:40

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4232 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4260 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა -დავით კოდუას მეუღლე

12 აპრილი, 2021 , 17:40

ბიზნესმენი დავით კოდუას მეუღლე, ნათია გედევანიშვილი, გუშინ ღამით მათ ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს. „წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის

ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება გვაფიქრებინებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას - ანა დოლიძე

12 აპრილი, 2021 , 17:40

„ჩვენს ხელისუფლებას ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, ფაქტია, რომ ვერ ხსნის და ასაბუთებს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებას, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ, შ

ანა დოლიძე საპენსიო სესხებზე - დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უწყებები „ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრულები და ჩვენ პენსიონერებს „ატყავებენ“

12 აპრილი, 2021 , 17:40

„დღევანდელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომამ დაგვანახა, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები შეკრულები არიან ბანკის ხელმძღვანელობასთან. ამბობენ, რომ ვერც ეროვნული ბანკი ვერ დაარეგულირებს პროცესს და ვერც ჯანდაცვის სა

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით აცრისას გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისას გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში დაფიქსირდა. „ჩ