უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 დეკემბერი, 2025 13:09
font-size

თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი

ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრება.

პაპუაშვილის თქმით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საუბარი იქნება მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფება ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ წარმოადგენს საქართველოს. ჩვენ პატივს ვცემთ თურქმენ კოლეგებს. ფორუმზე მიწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები, საერთო ფოტოებიც ხშირად არის ხოლმე, ერთთან, შეიძლება, სხვანაირი ურთიერთობა გქონდეს, სხვასთან – სხვანაირი. თურქმენეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მათ შორის, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ძირითადი რგოლის მონაწილის მხრიდან, არის განსაკუთარებული ინტერესი საქართველო-თურქმენეთს შორის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პატივისცემა თურქემენეთის მიმართ. პატივისცემას არავინ გვავალდებულებს, ეს არის ადამიანური, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. არანაირი ინტერესების ხარჯზე არ ხდება არაფერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა ერთი რამ, რომ მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით.

„ვინც მზად არის, პატივი სცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ჩვენი, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად, არ ვსაუბრობთ. დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. არის ერთადერთი ჟენევის ფორმატი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, გვქონდეს კონტაქტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სხვა მხრივ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რა არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობა, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ერთმანეთს გაესაუბრონ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის“.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ამ ფორუმზე პუტინის ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან საუბარი იქნება მშვიდობასა და სუვერენიტეტზე.

„ზუსტად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რუსეთის პრეზიდენტიც იქ იყოს, რათა ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ჩვენ ჩვენსას ვამბობთ. ხედავთ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ღია და ადვილი გასაგებად. ჩვენ სიმართლეს ვამბობთ. ჩვენი ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონა არ არის ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს, გავლენა მოვახდინოთ დიდ პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ ერთი რამ, მგონი, გვაჩვენა უახლოესი რამდენიმე წლის ისტორიამ, რომ ჩვენი სიტყვაა სამაგიეროდ, რომელიც ჭრის. ჩვენი მთავარი მიზანია, რუსეთმა ხელი უნდა აიღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში მას შეიძლება ჰქონდეს, სურვილი რომ ჰქონდეს, ვერ ექნება. საქართველოს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მთავარი წინაპირობა გახლავთ დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური

23 იანვარი, 2026 , 10:38

როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მ

ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:49

ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამერიკული ადმინისტრაციის პოზიციას და არათუ ვიზიარებთ, პრაქტიკულად, სწორედ, ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული,

ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:46

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:19

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპ

ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:14

თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არს ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რ

ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:09

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი