უახლესი ამბები
- 04.03.2021 21:18არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
- 04.03.2021 20:16საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- 04.03.2021 19:17არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
- 04.03.2021 19:00პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
- 04.03.2021 18:48დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- 04.03.2021 18:25ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
- 04.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
- 04.03.2021 17:15იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
- 04.03.2021 17:15მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
- 04.03.2021 16:55თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
არქივი
საზოგადოება


თურქული გაზეთის დამატება სავარაუდოდ შეთანხმებული იქნებოდა თურქეთის ხელისუფლებასთან - მამუკა არეშიძე
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ისეთი გავლენიანი გაზეთი, როგორიც „საბაჰია“, ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე გაზეთის დამატებას არ გამოუშვებდა. ამის შესახებ მამუკა არეშიძემ თურქეთის ყოველდღიური გაზეთის ,,საბაჰი“ დანამატად გაზეთ „აბხაზიას“ გამოცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
არეშიძის შეფასებით, საკითხზე ქართული დიასპორის რეაქცია ძალიან მწვავე იყო.
,,ამ საკითხზე ქართული დიასპორის რეაქცია იყო ძალიან მწვავე. გაზეთის დამატება, რომელიც თურქეთში აფხაზეთის დიასპორისთვის გამოვიდა, სავარაუდოდ შეთანხმებულია თურქეთის ხელისუფლების რაღაც ჯგუფთან. ისეთი გავლენიანი გაზეთი, როგორიცაა „საბაჰი“ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არაფერს დაბეჭდავდა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ დამატებას ერთჯერადი ხასიათის არ იქნება.
ინფორმაცია „აბხაზიას“ თურქული გაზეთის დანამატად გამოცემასთან დაკავშირებით ,,იმედის დრომ“ გაავრცელა. როგორც „იმედს“ საკითხის კომენტირებისას თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავადაც შეშფოთებულია ფაქტით.
,,ჩვენ დავუკავშირდით თურქულ მხარეს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თურქეთის ხელისუფლებას და მკაფიოდ და მყისიერად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ამჟამად ვმუშაობთ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად და გულახდილად უნდა ვთქვა, რომ თვითონაც ძალიან შეშფოთებულია ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ეს ფაქტი ეწინააღმდეგება ოფიციალური ანკარის გაცხადებულ პოზიციას საქართველოს ტერიტორულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კოპლატაძემ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
4 მარტი, 2021 , 17:15

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური სამსახური
4 მარტი, 2021 , 16:49

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს
4 მარტი, 2021 , 16:00

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
4 მარტი, 2021 , 14:50

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
4 მარტი, 2021 , 14:50

პროექტია:ქვეყანა თმობს არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას - თემურ შაშიაშვილი
4 მარტი, 2021 , 14:50