უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

14 ივლისი, 2022 06:46
font-size

დღის კალენდარი -14 ივლისი

წლის 186-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 180 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა ნერსე მთავარეპისკოპოსისა. წმიდა და საკვირველმოქმედთა უვერცხლოთა კოზმა და დამიანესი — რომსა შიდა წამებულთა (284); წმიდა მოწამე პოტიტე ყრმისა (I), ღირსი პეტრე პატრიკყოფილისა (854).

დაიბადნენ:

1602 – ჯულიო მაზარინი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, კარდინალი. გარდაიცვალა 1661 წელს.

1743 – გავრილ დერჟავინი, რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1816 წელს.

1861 – ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი), დიდი ქართველი მწერალი. გარდაიცვალა 1915 წელს.

1888 _ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ეროვნული გმირი, 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური.
გარდაიცვალა 1930 წელს.

1896 – დავით წერეთელი, ქართველი ფერმწერი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1903 – ირვინგ სტოუნი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1989 წელს.

1913 – ჯერალდ ფორდი, აშშ-ს 38-ე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1918 – ინგმარ ბერგმანი, შვედი კინორეჟისორი.

1919 – ლინო ვენტურა, ფრანგი კინომსახიობი. გარდაიცვალა 1987 წელს.

1928 – ნოდარ დუმბაძე, გამოჩენილი ქართველი მწერალი. გარდაიცვალა 1984 წელს.

1942 – ხავიერ სოლანა, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

გარდაიცვალნენ:

1927 – ოგუსტენ ჟან ფრენელი, ფრანგი ფიზიკოსი, ტალღური ოპტიკის შემქმნელი. დაიბადა 1788 წელს.

1910 – მარიუს პეტიპა, ცნობილი ქორეოგრაფი. დაიბადა 1818 წელს.

1968 – კონსტანტინ პაუსტოვსკი, რუსი მწერალი. დაიბადა 1892 წელს.

1976 – ნიკოლაი ეკი (ივაკინი), პირველი საბჭოთა ხმოვანი ფილმების რეჟისორი. დაიბადა 1902 წელს.

2002 – იუსუფ კარში, ცნობილი ფოტოგრაფ-პორტრეტისტი, თავისი დროის ყველაზე გამოჩენილი ადამიანების ფოტოსურათების ავტორი. დაიბადა 1909 წელს.

მოვლენები:

1099 წელი – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა დაიპყრეს იერუსალიმი და ამოხოცეს ყველა მუსლიმი და ებრაელი.

1789 წელი – საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული — ტირანიის სიმბოლოს — ბასტილიის ციხე-სიმაგრის აღების დღე. დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია.

1941 წელი – საბჭოთა ჯარებმა დნეპრის ნაპირას, ორშასთან, პირველად გამოიყენეს სარაკეტო დანადგარი „კატიუშა“.

1946_ პირველად გამოქვეყნდა ბენჯამენ სპოკის ჭიგნი ”ბავშვი და მისი” მოვლა.

1960 – ამ Dდღეს ვინმე მინიბაევმა ლენინის მავზოლეუმში წიხლი ჩაარტყა ბელადის სარკოფაგს და მინა ჩაამსხვრია

1969 – სალვადორსა და ჰონდურასს შორის დაიწყო ”ფეხბურთის ომი”. Oმის საბაბი გახდა ჰონდურასის უკმაყოფილება მოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მსაჯობით.

1990 წელი – კანადის ქალაქ ოლივერის როტარი — კლუბის წევრებმა გამოაცხვეს ალუბლის პეროგი, რომლის დიამეტრი იყო 6.1 მეტრი, წონა — 17.7 ტონა, მის გამოსაცხობად დაიხარჯა 16.69 ტონა ალუბალი. ეს მიღწევა შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში.

ღირსსახსოვარი დღეები:

საფრანგეთი – ბასტილიის აღების დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი