უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ოქტომბერი, 2017 16:55
font-size

ტვ „იმედმა“ საბიუჯეტო რეკლამაზე 2 449 3834 ლარის ხელშეკრულება გააფორმა, „რუსთავი 2“-მა კი 5-ჯერ მცირეზე - MDF-ის კვლევა

„ ტვ „იმედმა“ საბიუჯეტო რეკლამის განთავსებაზე 2 449 3834-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო „რუსთავი 2“-მა 5-ჯერ მცირე შეთანხმებაზე - 503 914-ლარიან ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი“, - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის კვლევაში, რომელიც ეხება წინასაარჩევნო ფინანსურ მედიაგარემოს.

2015 წელთან შედარებით ტვ „იმედის“ საბიუჯეტო კონტრაქტი 2017 წელს გაორმაგდა, ხოლო 2016 წელთან კი - გასამმაგდა. „რუსთავი 2“-ს უკუშედეგი აქვს. 2015 წელთან შედარებით 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 4-ჯერაა შემცირებული.

„იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის შემდეგ საბიუჯეტო რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა გაუფორმეს პულსი TV-ს - 202 290 ლარი. მას მოსდევენ მაესტრო (56 092 ლარი ), ტვ პირველი (22 210 ლარი), საზოგადოებრივი მაუწყებელი ( 16 101 ლარი), GDS (14 784 ლარი), პალიტრა ტვ (7 361 ლარი), ერთსულოვნება (4000 ლარი), კავკასია (3996 ლარი), ხარისხის არხი (3200 ლარი), ტვ 24 (3100 ლარი), იბერია TV (3073 ლარი), ობიექტივი (1 855 ლარი), არტარეა TV2.0 (1980 ლარი) და სტარვიზია (845 ლარი).

2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საბიუჯეტო რეკლამაზე ტელევიზიებთან 4 653 136,5 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს, აქედან 3 788 721 ლარი ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებს ერგოთ, ხოლო დანარჩენი 864 416,5 ლარი კი რეგიონულ მაუწყებლებზე მოდის.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, ზოგიერთი კონტრაქტებით ვერ მოხერხდა იმის დადგენა, რომელ მედიასასუალებაში რა თანხა გადანაწილდა, რის გამოც ეს თანხა „ერთიანი ხელშეკრულების“ კატეგორიაში მოხვდა - მისი საერთო ღირებულებაა 494 537 ლარი. აღნიშნული თანხის 69 % - 341 376 ლარი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შპს ,,ბრავო მედიასთან” დადებული ხელშეკრულება) ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-სა და მაესტროში გადანაწილდა, 19 % (91 736 ლარი) კი - იმედსა და რუსთავი 2-ზე, ხოლო 12 %-ის (61 425 ლარი) შემთხვევაში ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, თუ რომელ ტელევიზიაში იყო გაწეული ეს მომსახურება.

ანა მებურიშვილი


ჭავჭავაძის გამზირზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყეს

15 ივლისი, 2019 , 17:30

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ჭავჭავაძის

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - შსს

15 ივლისი, 2019 , 17:30

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - ინფორამიცას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებენ. ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს

გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს – ანა დოლიძე

15 ივლისი, 2019 , 16:20

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის

მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება - მორჩილი ზაზა

15 ივლისი, 2019 , 15:30

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუში

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

15 ივლისი, 2019 , 15:30

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლე

პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

15 ივლისი, 2019 , 15:30

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს