უახლესი ამბები
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
- 08.03.2021 14:15მიხეილ სარჯველაძე ჩანაწერებზე: არ მგონია, გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს
არქივი
საზოგადოება


თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
„თვალავაძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“, – განაცხადა სერგეენკომ.
კითხვაზე, როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მისივე უწყებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან ამოიღეს, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში სანიმუშო ეგზემპლარები ინახებოდა.
„გაჟღერდა თითქოს, ეს ადამიანი თავის კაბინეტში ინახავდა ოთხი მილიონის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში ინახება თითოეულ რეგისტრირებულ სერიაზე სანიმუშო ეგზემპლარები, რომლებიც არის ერთ სერიაზე ერთი კოლოფი. რაც შეეხება ოთხი მილიონის ფსიქოტროპულების ამოღებას, სამინისტროში ასეთი რამე არ მომხდარა“, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
„მინისტრი აგებს პასუხს ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, იქნება ეს კარგი, თუ ცუდი. მინდა, ყველას ვთხოვო, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ“, – ამბობს სერგეენკო.
გუშინ გია თვალავაძე გულის ჩივილების გამო პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს და დღესაც იქ რჩება.
თვალავაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე 24 სექტემბერს დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
8 მარტი, 2021 , 18:08
„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება
8 მარტი, 2021 , 17:45

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
8 მარტი, 2021 , 17:06
მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
8 მარტი, 2021 , 16:55

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი
8 მარტი, 2021 , 14:15

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია
8 მარტი, 2021 , 13:00