უკან

საზოგადოება

24 იანვარი, 2017 15:30
font-size

თვალთვალი და ქალთა იძულებითი სტერილიზაცია დასჯადი ხდება - მთავრობამ ცვლილებათ პაკეტი დაამტკიცა

დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, თვალთვალი დასჯადი ხდება. განხორციელებული ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

ცვლილებათა პაკეტი 20-მდე საკანონმდებლო აქტს ეხება, მაგალითად, სისხლის სამართლის ან შრომის კოდექსს, პოლიციის შესახებ კანონსა და ა.შ. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება - „ადევნება“. აღნიშნული ქმედება დასჯადი ხდება და გულისხმობს პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერ თვალთვალს, როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. „ადევნებაში “ ასევე შედის სატელეფონო, ელექტრონული თუ სხვა საშუალებებით დამყარებული არასასურველი კომუნიკაცია ან მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

შეიცვალა ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალიც. დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება, თუკი დანაშაული მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, პარტნიორის მიერ იქნება ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

მოხდება ქალთა იძულებითი სტერილიზაციისა და ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციაც.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ძალადობის აღმოფხვრისთვის შესაბამისი მექანიზმების ამოქმედების სფერო სცდება ოჯახს და ქალის მიმართ საზოგადოდ გამოვლენილ ძალადობასაც ეხება. გარდა ამისა, „სტამბოლის კონვენცია“ ლგბტ-თემის, შშმ ქალების, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებსაც არეგულირებს.

„სტამბოლის კონვენცია“ , იგივე ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ“ 2011 წლის 7 მაისს მიიღეს. დოკუმენტი ითვალისწინებს ქვეყნის მიერ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, რაც მოიცავს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ან ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობას. დღეისთვის კონვენცია ევროსაბწოს 13 ქვეყანაშიაა რატიფიცირებული.

2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა კონვენციას. უწყებამ 2014 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო „სტამბოლის კონვენციის“ სარატიფიკაციო პაკეტზე მუშაობა, რომელიც გულისმობდა დოკუმენტთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.

ანა მებურიშვილი

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

18 თებერვალი, 2020 , 18:38

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის  -  „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნულ ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარ

``სინდისი`` საჩუქრად ოლიგარქს სასაჩუქრე ყუთით

18 თებერვალი, 2020 , 16:30

მოძრაობა ''გაბედეს'' და სამოქალაქო აქტივისტებმა, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე შუშის სასახლესთან მიულოცეს და საჩუქრად ''სინდისი'', სასაჩუქრე ყუთით მიუტანეს. ''ამ ყუთში დევს ისეთი რამ რაც მას არ გააჩნია, მაგრამ მას გააჩ

გუგული მაღრაძე `თამბაქოს კონტროლის შესახებ` საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებული ინიციატივას უარყოფითად აფასებს

18 თებერვალი, 2020 , 16:05

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტ

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

18 თებერვალი, 2020 , 16:05

თბილისში, კერძოდ, ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი. კალაძის განცხადებით, მულტიფუნქც

აჭარის ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და არა მმართველ პარტიას - „თავისუფალი საქართველო“

18 თებერვალი, 2020 , 15:30

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის კომიტეტი ეხმაურება. კომიტეტის წევრების განცხადებით, დღეს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის მითვისების მცდელობებს, რაც არავით

საქართველოს ეროვნული ბანკი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებს აქვეყნებს

18 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსებს ჩარჩოს განვითარების ფარგლებში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას განაგრძობს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`