უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 თებერვალი, 2019 17:45
font-size

ტვირთების საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ჟენევაში 6 თებერვალს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველი, ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა შედგა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტები.

„ორი სახელმწიფო მხარის მიერ ნდობით აღჭურვილმა ნეიტრალურმა კერძო კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) შეხვედრის განმავლობაში, მისი მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენება წარმოადგინა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ასევე, მითითებულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება.

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9232 ლარი გახდა

16 აგვისტო, 2019 , 17:32

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9232 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9182 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

„გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები

16 აგვისტო, 2019 , 15:36

სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინ

ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

16 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე არის

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია

16 აგვისტო, 2019 , 11:54

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9182 ლარი გახდა

15 აგვისტო, 2019 , 17:21

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9182 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი წერტილები შეირჩევა

15 აგვისტო, 2019 , 15:50

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები საქართველოსმთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობას შეისწავლიან. ამი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს