უკან

საზოგადოება

12 დეკემბერი, 2017 11:35
font-size

თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში - ირინა მილორავა

დღეს მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2.50 ლარი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო ჯერჯერობით არ იგეგმება, - განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სემეკის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, რომელზეც ელექტოროენერგეტიკულ სექტორში 13 კომპანიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი 3 კომპანიისთვის 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმების დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

"ელექტროენერგეტიკულ სექტორში კომპანიების მიერაა წარმოდენილი დაახლოებით, მილიარდამდე ლარის ინვესტიცია. ეს მოიცავს ინვესტიციებს გამანაწილებელ, გადამცემ ქსელებში და ასევე გენერაციის ობიექტებში. ასევე აქვთ საინვესტიციო გეგმები წარმოდგენილი წყალმომარაგების ლიცენზიანტებს.

მოგეხსენებათ, რომ ინვესტიციები არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი განაწილების, გენერაციის ტარიფებში და ბუნებრივია, მათი გავლენა სამომხმარებლო ტარიფებზე მოგვიანებით იქნება შეფასებული", - განაცხადა მილორავამ.

მისი თქმით, დღეს შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რა მოუვა სამომხმარებლო ტარიფს.

"მართალია ინვესტიციები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ტარიფში, მაგრამ არა ერთადერთი. მომავალი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ სატარიფო სხდომებს თითოეული კომპანიის მიხედვით და შესაბამისად, უკვე თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღევანდელ არსებულ მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2 ლარი და 50 თეთრი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო, ჯერჯერობით არ იგეგმება", - განაცხადა მილორავამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი