უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2018 15:55
font-size

თვითმიზანი არ არის ვეტოს გადალახვა - ირაკლი კობახიძე

მარკერით დავიწყე ვეტოს კითხვა, თუმცა მოსანიშნიც არაფერი იყო, იმდენად მშრალად არის წარმოდგენილი პრეზიდენტის შენიშვნები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე მსჯელობენ.

მისი თქმით, ვეტოში საუბარია იმაზე, რომ არ მოსწონთ, თუმცა რა არ მოსწონთ, ან რატომ არ მოწონთ, არ არის გაშლილი.

”თვითმიზანი არ არის ვეტოს გადალახვა. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პლუსებს და მინუსებს ვხედავთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შევძლოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, ვეტოს ტექსტი შემუშავებული იქნა მათ შორის თქვენთან კონსულტაციების შედეგად. ვეტოსთან დაკავშირებით ველოდებით არგუმენტებს, რომლებიც დაასაბუთებდა კანონპროექტის მიზანშეუწონლობას, თუმცა არანაირი არგუმენტები ვეტოს ტექსტში წარმოდგენილი არ არის. ეს არის ვეტოს ტექსტში არსებული საერთო სურათი. იგივე მდგომარეობა გვქონდა წინა ვეტოებთან მიმართებაში. წინა ვეტო უკავშირდებოდა საარჩევნო კოდექსს, თუმცა იქაც არც ერთი არგუმენტი არ იყო რეალურად წარმოდგენილი. მარკერით დავიწყე ვეტოს კითხვა, თუმცა მოსანიშნიც არაფერი იყო, იმდენად მშრალად არის წარმოდგენილი პრეზიდენტის შენიშვნები. ვეტოში საუბარია იმაზე, რომ არ მოსწონთ, თუმცა რა არ მოსწონთ ან რატომ არ მოსწონთ, არ არის გაშლილი. თუ ამაზე მეტ არგუმენტებს დღეს ვერ მოვისმენთ, მაშინ ბუნებრივია, პოზიცია დარჩება უცვლელი”, - განაცხადა კობახიძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საუბრისას.

საკვანძო სიტყვები:

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი