უკან

საზოგადოება

14 დეკემბერი, 2019 15:10
font-size

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება - ექიმი

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, გიორგი ქიქავამ განუცხადა, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სიცოცხლის პარამეტრები სტაბილურია.

„პაციენტი ნევროლოგიისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჯერ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მდგომარეობა იცდის, ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების გადაწყვეტილებით მოხდება შემდგომი რეაგირება“, – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება მოტეხილობებს, ექიმის ინფორმაციით, მალების მოტეხილობა ხაზოვანია და სასწრაფო ჩარევას არ საჭიროებს.

შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა

18 იანვარი, 2020 , 11:25

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 05

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 11:05

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტ

საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 იანვარი, 2020 , 10:55

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისი

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

17 იანვარი, 2020 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტ

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`