უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2018 13:00
font-size

თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის მეტი ფინანსური რესურსი ექნება - გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში სოფლად ხალხს აიძულებდა, რომ დაეტოვებინათ თავიანთი სოფელი, წასულიყვნენ ქალაქში ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამეტში “თვითმმართველობის რეფორმის” პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობის აღმოფხვრაა.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე. ჩვენი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. პირველი, ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილების გაფართოება. მეორე, ეს გახლავთ თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსი თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით. მესამე, თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მართვის პროცესში და რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცეს სხვა თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩასატარებელია კომპლექსური სამუშაოები, რომელთაც სათანადო რესურსი და დრო სჭირდება, მომზადებულია დროში გაწერილი გეგმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რადგან მათი დახმარების გარეშე რთული იქნებოდა 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღება და იმედი გვაქვს, მეორე ეტაპზეც გვექნება მათი მხარდაჭერა. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ ის, რომ დღეს პირველივე ეტაპზე წარმოდგენილია არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეფორმის წარმატებისთვის. ამ რეფორმის სულისკვეთებას უნდა ვიზიარებდეთ ყველა და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან. სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მთავარი წარმმართველი იქნება პარლამენტი რეგიონული განვითარების სამინისტრო არის ჩართული ამაში. მე დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას. ამ რეფორმის მიღების მიზანი უნდა იყოს ის, რომ რეგიონებში იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე უნდა იყოს შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსულებისათვის. ჩვენი ნატვრა იქნება ნამდვილად ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებებში და ჰქონდეთ უდიდესი მოტივაცია, რომ რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი