უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2017 17:30
font-size

თვითმმართველობების გაუქმება ვერანაირი დანახარჯის არგუმენტით ვერ მოხდება - ფიქრია ჩიხრაძე

პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, თვითმმართველობის გაუქმება დანახარჯის გამო გაუმართლებელია.

ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ 2013 წელს გატარებული რეფორმა გათვლებზე იყო დაფუძნებული, რაც ახლანდელ ცვლილებებზე არ ითქმის.

„თუ თქვენ ნახავთ იმ შეფასებებს, რომელსაც 2013 წელს რეფორმის განხორციელების დროს ჰქონდა ადგილი, მაშინ ეს იყო ძალიან პოზიტიურად შეფასებული. მაშინ საკმაოდ გათვლილი ჩანდა ეს ყველაფერი, დღეს ვერ ვიღებთ ანალოგიურ გათვლებს. შესაძლოა, გარკვეული დანახარჯები რეფორმას ჰქონდა, მაგრამ თვითმმართველობა რაც უფრო ახლოს არის ხალხთან, მით უფრო მეტად გვარდება პრობლემები ადგილებზე. ეს არის უალტერნატივო. ამის გაუქმება ვერანაირი დანახარჯის არგუმენტით ვერ მოხდება", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, დღეს ფიქრია ჩიხრაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელი ანა დოლიძე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მესამე სექტორი ითხოვს, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწეროს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ საქართველოს კანონპროექტში დაგეგმილ ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს.

ცვლილებების მიხედვით, 14 მუნიციპალიტეტი 7 მუნიციპალიტეტად ერთიანდება, ხოლო 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი ჩამოერთმევა.

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა