უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 ნოემბერი, 2018 17:45
font-size

უახლოეს 3 წელიწადში საქართველოში გაზიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კიდევ 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება - ნათია თურნავა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა - აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები. ნათია თურნავა სოფელ თეკლათში მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.

დღეიდან თეკლათის ყველა მოსახლეს მიეწოდება ბუნებრივი აირი, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მაია ჯინჯოლიამ აღნიშნა, ეს სოფლისთვის ძალიან დიდი სიხარულია: „წლებია, თეკლათის მოსახლეობას გაზი არ ჰქონია. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ამისთვის დიდი მადლობა ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატს. იმედია, ყველა პრობლემა ასე დროულად მოგვარდება“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირება. ამაში კერძო კომპანიებთან და „სოკართან“ ერთად ჩართულია სახელმწიფო - მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 3 წელიწადში 160 მლნ ლარამდე გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში მასობრივი გაზიფიცირება მომხდარიყო. „დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 000-მდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება - უახლოეს 3 წელიწადში 200 მლნ ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, რეგიონის გაზიფიცირების საკითხი ეტაპობრივად გვარდება: „ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის მწვავედ დგას გაზიფიცირების პრობლემა - გამოტოვებულია სოფლები და დასახლებული პუნქტები. ჩვენ ამ საკითხებს ეტაპობრივად ვწყვეტთ - 2 წელიწადში სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, - აღნიშნა მან.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები - როგორც გაზიფიცირების ქსელის სამშენებლო, ისე უკვე დასრულებული და გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები. ირაკლი ბერაიას თქმით: „ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სენაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა - 3500-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება. კონკრეტულად სოფელ თეკლათში 256 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. მნიშვნელოვანია, რომნ ეს სამუშაოები 2019 წელსაც გაგრძელდეს, ჩვენ შეთანხმებული ვართ კონკრეტულ გეგმაზე როგორც სოფლებში, ასევე ქალაქის იმ უბნებში, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება“.

თეკლათში გამართული შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა სოფელ მეორე ნოსირში, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი მიიღებს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ასევე უნდა მიიღოს სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა, ესენია: გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა. ეს ჯამში 1580 პოტენციური აბონენტია. აქედან ძველი სენაკის, ზედა სორტასა და ქვედა სორტას მოსახლეობა უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას.

საკვანძო სიტყვები:

ქუთაისი - ვანის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა

14 დეკემბერი, 2018 , 14:30

ქუთაისი - ვანის გზაზე დღეს დილით მიკროავტობუსი გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ი

კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლით ხვდება

14 დეკემბერი, 2018 , 14:30

ზამთრის ტურისტულის სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება. „როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“ ამ სიტყვებით იწყება ვიდე

ნინოწმინდის მუნიციპლაიტეტში სარკინიგზო ავარია მოხდა

14 დეკემბერი, 2018 , 10:50

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სათხას მახლობლად სატვირთო მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. უცნობია ავარიის მიზეზიც. საქართველოს რკინიგზაში გ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

14 დეკემბერი, 2018 , 10:50

აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ აფნიაში მცხოვრებ ბავშვებს ატიპიურ შენობაში უწევდათ განათლების მიღება, დღეიდან კი ისინი ახალ, თანამედროვე შენობაში აგრძელებენ სწავლას. მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თან

ცემისა და ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

13 დეკემბერი, 2018 , 15:10

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ჯგუფური ცემისა და ჯგუფურად  ჩადენილი დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  მთავარი პროკურატური

კურორტი გუდაური ჩამოსულ დამსვენებლებს ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს - შალვა კერესელიძე

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

გუდაურში სათხილამურო სეზონისთვის მზადება დასრულდა. განახლდა და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ზამთრის სეზონს გუდაური 6 ახალი და 1 რეაბილიტირებული საბაგიროთი ხვდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალ გუდაურთან დამაკავშირებელ გ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`