უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 სექტემბერი, 2020 15:15
font-size

უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით - ნათია თურნავა

უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით, გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანია „რაინეართანაც“.

„ჩვენ ნათქვამი და გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო გადავიდა ადაპტაციის ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრი აკრძალვების მაგივრად, ვაპირებთ, ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად. ჩვენი ეკონომიკა იმუშავებს პანდემიის მიუხედავად, პარალელურად და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს საზღვრების უფრო მეტ გახსნილობას. ჩვენ ახლა უფრო აქტიურად ვიყენებთ პისიარტესტების მიდგომას, ვიდრე კარანტინის. იცით, რომ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები სავალდებულოდ წარადგენენ პისიარტესტებს. ეს, ერთი მხრივ, ამცირებს ჩვენი მოსახლეობის იმპორტირებული ინფიცირების შემთხვევების რისკებს. ჩვენ დღესდღეობით პრაქტიკულად მინიმუმამდე გვყავს დაყვანილი იმპორტირებული შემთხვევები, მაგრამ ასევე ეტაპობრივად ვცდით ფრენებს. მაგალითად, სექტემბერში 90-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკება „რაინეართან“, თუ რა თანმიმდევრობით აღდგება მათთანაც ფრენები, წელს, რა თქმა უნდა, ეს ასევე განხორციელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი