უკან
საზოგადოება
28 იანვარი, 2017 16:30
უამინდობის გამო სტამბულიდან ბათუმში ფრენები გადაიდო
ბათუმის აეროპორტში სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან 17:30 -ზე დანიშნული რეისი გადაიდო. როგორც „მედიანიუსს“ აეროპორტის პრესსამსახურმა უთხრა, ფრენა უამინდობის გამო გადაიდო. შეჩერებულია ფრენები ბათუმიდან სტამბოლის მიმართულებითაც.
რაც შეეხება ბათუმი-მოსკოვის რეისს,ის არ გაუქმებულა. თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში 16:30-ზე დაეშვება.
ანა მებურიშვილი