უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 ოქტომბერი, 2020 15:30
font-size

უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი - გია ვოლსკი

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები, ტერორისტული აქტები ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„შავზე რომ თეთრი თქვან და პირიქით, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები, ტერორისტული აქტები ხდება. ის, რომ ასეთ რამეს არ გამოვრიცხავ, იმას არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ, ეს ასეა. სამწუხაროდ, დანაშაული მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ფაქტია, ამოცანას, რომ მოქალაქე არ დაშავებულიყო, პოლიციამ თავი გაართვა. ვახტანგ გომელაურმა ამ ოპერაციას საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა. ნებისმიერი დანაშაული აღკვეთილი იქნება.

რაც შეეხება დანაშაულის სტატისტიკას, რაზეც ოპოზიცია და მათი მედია აფეთქდა, მძიმე დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის ყაჩაღობა, ორ-ნახევარჯერ არის შემცირებული იმ პერიოდთან შედარებით, როცა ქვეყანას დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები მართავდნენ. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გახსნილი საქმეების რაოდენობა და ერთი ასად არის გაზრდილი გაშუქების ხარისხიც. ადრე ოთხი-ხუთი მედია საშუალება იყო და ისიც ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.

ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდის მიღება უზნეობაა, რადგან ვხედავთ, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, სისხლი როდის დაიღვრება, რომ დაეწაფოს და როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნები”, – განაცხადა ვოლსკიმ.

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2020 , 17:45

არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „არანაირ კავშირში

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების - ზურაბ ჯაფარიძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკ

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი - ნათია თურნავა

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. თურნავას თქმით, მთავრობის სურვ

ჩემი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა - ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. „თანამდებობის დატოვებას არ ვა

ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია - მაია ბუწაშვილი

23 ნოემბერი, 2020 , 17:20

სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა დღევანდელ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „სტატისტიკა მართლაც