უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 აგვისტო, 2017 11:30
font-size

უამრავი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბორჯომის ხეობის ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, ბევრი სამარხცვინო სპეკულაცია ისმოდა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მთავრობას მოსახლეობასთან თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგან მას, როგორც პრემიერს რეზერვში ყველა შესაძლო საშუალება უნდა ჰქონოდა, რომ ხანძარს გაცილებით მასშტაბური ხასიათი არ მიეღო.

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე. ჩვენთვის არის უპირველესი ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და რა თქმა უნდა მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება იმის, რომ სტიქიას უფრო დიდი მასშტაბი მისცემოდა, იყო აბსოლუტურად რეალური. ჩვენ არაფერი თავის სამართლებელი ჩვენს მოსახლეობასთან არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ემოციები ასეთ დროს ყველას აქვს, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც უნდა დავძლიოთ ეს ემოციები და კონსოლიდაციით, გაერთიანებით, შევუტიოთ ხოლმე ასეთ გამოწვევებს. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი იყო გაერთიანებული, როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა

19 იანვარი, 2021 , 14:40

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი

19 იანვარი, 2021 , 11:19

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთ

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2021 , 10:20

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”

18 იანვარი, 2021 , 21:40

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ არ ეთანხმებიან 17 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს და ეს რამენაირად აფერხებს მათ ს

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან

18 იანვარი, 2021 , 17:45

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან. "პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა

18 იანვარი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2994 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ