უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2016 14:30
font-size

უარი ვთქვით `ნაციონალურ მოძრაობასა` და `ქართულ ოცნებას` შორის გარიგებაში მონაწილეობაზე _ გიგლა ბარამიძე

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან წევრები გამოიწვიეს და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველს მოუწოდეს, 30 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

მისი თქმით, პარტიამ უარი თქვა იმ გარიგებაში მონაწილეობაზე, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის შედგა.

"ჩვენ ვთქვით, რომ იმ გარიგებაში, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არის, არ მივიღებთ მონაწილეობას. სამწუხაროდ, თვითონ ამ გარიგებამ გვიბიძგა, უარი ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე მერე ტურში, რადგან ჩვენი წარმომადგენლები მოგვიხსნეს. არადა, კანონით გვეკუთვნოდა, რომ წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.

გარდა ამისა, ყველა სასამართლომ ჩვენს საჩივარზე, საოლქო კომისიებმა უარი გვითხრეს ხმების ახლიდან გადათვლაზე. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ არ მიგვეღო მონაწილეობა მეორე ტურის არჩევნებში.

აქედან გამომდინარე, ჩვენს მხარდამჭერებს ვერ მოვუწოდებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არ გვინდა, 30 ოქტომბრის არჩევნებში გავხდეთ თანამონაწილე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარიგების", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ ძალას, როგორც ცნობილია, "თავისუფალმა დემოკრატებმა" საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან 400-ზე მეტ წევრი გამოიწვიეს.

"თავისუფალ დემოკრატებში" განმარტავენ, რომ მიზეზი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიის საწინააღმდეგოდ, მათი მიზანმიმართული ქმედება იყო.

პარტიის ლიდერთა განცხადებით, ისინი შეგნებულად აფუჭებდნენ ბიულეტენებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.

კომისიის წევრების გამოწვევის გადაწყვეტილება კი, როგორც აცხადებენ, მეორე ტურში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

საკვანძო სიტყვები:

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

თქვენი იუსტიციის მინისტრი გაათავისუფლეთ თანამდებობიდან, ხომ არ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი იუსტიციის სამინისტრო მოქმედებდეს - გიორგი ვაშაძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ აგვისტოს ომსა და ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემი ოჯახის მიმართ მუქარა, ეს ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა - სალომე ზურაბიშვილი

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ამას

სასამართლოს მიერ ლევან მურუსიძის სარჩელის დაკმაყოფილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის - IDFI

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის. საუბარია თბილისის საქალაქო სასამარ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`