უკან
პოლიტიკა
24 ოქტომბერი, 2017 13:00
უარის მიუხედავად ენმ-ის მერობის კანდიდატები ქუთაისსა და მარტვილში მაინც იქნებიან მითითებული საარჩევნო ბიულეტენში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უარის მიუხედავად, პარტიის მერობის კანდიდატები ქუთაისსა და მარტვილში მაინც იქნებიან მითითებული საარჩევნო ბიულეტენში.
„კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი უარს განაცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, შესაბამისად, მისი მონაცემები მაინც იქნება ბიულეტენში მოცემული“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ენმ-ის პოლიტსაბჭომ ხანგრძლივი სხდომის შემდეგ გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ცესკოს წინასწარი მოანცეემბით, მეიორე ტური 6 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.