უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 აპრილი, 2018 14:50
font-size

„უარყავი სერჟი“ - ერევანში მასშტაბური საპროტესტი აქცია მიმდინარეობს

დღეს დილიდან ერევანში გრძელდება ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქციები სახელწოდებით „უარყავი სერჟი“, რომლებიც თითქმის ერთი კვირა გრძელდება.

პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საბჭოს წევრმა, ნიკოლ პაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევანში ერთ-ერთი მთავარი, ბაგრამიანის პროსპექტი გადაკეტა, რომელთანაც მდებარეობს სომხეთის ეროვნული კრების შენობა (პარლამენტი). აქციის მიზანია, ხვალ პარლამენტში დეპუტატებმა ვერ შეაღწიონ, რათა მათ ვერ აირჩიონ პრემიერ-მინისტრად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი.

საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები ქვეყანაში ცვლილებებსა და სარგსიანის კლანის ჩამოშორებას ითხოვენ. აქტივისტთა თქმით, მათ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენა არ სურთ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და არავის არ ატარებს.

აქციას შეუერთდნენ სტუდენტები, ვრცელდება ინფორმაცია აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებებზე.

ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ისინი დეპუტატების სახლებს პრემიერის არჩევის დღეს ალყას შემორტყამენ და სახლიდან გასვლის უფლებას არ მისცემენ.

მან აღნიშნა, რომ სარგსიანი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე წარუმატებელი ლიდერი აღმოჩნდა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, რამდენადაც მისი პრეზიდენტობის დროს სომხეთმა 2016 წლის აპრილში ტერიტორიები და მოქალაქეები დაკარგა. პაშინიანმა ასევე ყველა ოპონენტს სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გართიანებისკენ და ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.

სარგსიანის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 9 აპრილს ამოიწურა. ამჟამად ის წარდგენილია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. მისი არჩევის შემთხვევაში, ის მთავრობას უხელმძღვანელებს 2022 წლამდე. მომიტინგეთა აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენას ემსახურებოდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 600 000-ს გადასცდა

28 მარტი, 2020 , 15:00

მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 600 000-ს გადასცდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ვირუსით მსოფლიო მასშტაბით 27 862 ადამიანია დაღუპული, 131 826 ადამიანი კი –

დონალდ ტრამპმა კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ხელი მოაწერა

28 მარტი, 2020 , 11:34

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალი

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

28 მარტი, 2020 , 11:27

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნული რაოდენობით ინფიცირებულების რიცხვი ერთი ქვეყნისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 მარტი, 2020 , 15:50

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პრემიერმა მიკრობლოგ „თვითერზე“ თავად დაწერა. „ბოლო 24 საათში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა. ტესტი ჩავიტარე და ის დადებ

საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს

26 მარტი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვები დღეს „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა. „ამ ძალიან რთულ დ

გაერო მოუწოდებს სახელმწიფოების მეთაურებს, შეამცირონ დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი ციხეებში

26 მარტი, 2020 , 12:30

გაერო მოუწოდებს სახელმწიფოების მეთაურებს, შეამცირონ დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი ციხეებში, რადგან მათი ფიზიკური დისტანცირება და თვითიზოლაცია არსებულ რეალობაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად შეუძლებელია. გ