უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2020 10:30
font-size

უბედური შემთხვევა ავტომაგისტრალზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ათი კი დაშავებულია

ცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა ამავე კლინიკაში შეყვანილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ქართულმა ოცნება“ 55.0%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 23.0%, „ევროპული საქართველო“ - 3.0% - „იმედის“ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:50

საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, P

„ქართულმა ოცნებამ“ – 46%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 28% და „ევროპული საქართველო“ 5%- „ფორმულას“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:39

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთ

„ქართული ოცნება“ 41%, ენმ 33% - „მთავარის“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:16

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 41% ნაციონალური მოძრაობა 33%  ევროპული საქართველო 5% ლელო 4% გირჩი 3% სტრატეგია აღმაშენებლი 3% პატრიოტთა ალიანში 2%

კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს - საია

31 ოქტომბერი, 2020 , 19:25

18:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ „ახალგაზრდ

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

31 ოქტომბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. „უკვე 10 საათია კენჭისყრა მ

მეგობრებო, მობრძანდით არჩევნებზე, შევცვალოთ კრიმინალური ოცნება - ლევან ხაბეიშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 17:20

“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებზე “კრიმინალური ელემენტები” ჰყავს მობილიზებული. მისივ