უკან

საზოგადოება

7 ნოემბერი, 2017 12:30
font-size

უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმის ოდენობა 5-დან 20 ლარამდე იზრდება

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმის ოდენობა 5-დან 20 ლარამდე იზრდება, საურავის ოდენობა კი, 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.

აღნიშნული ცვლილებები შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წარუდგინა. პროექტის საკომიტეტო განხილვები 10 ნოემბრიდან დაიწყება.

“მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია. დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აქვე აღნიშნულია, რო, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდის „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) უბილეთო მგზავრობის გამო“ (რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება) მაგალითად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა: 2014 წელს - 754 535 ლარი; 2015 წელს - 396 810 ლარი; 2016 წელს - 490 692 ლარი.

,,კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, მთლიანობაში ჯარიმის ოდენობის 15 ლარით გაზრდით და საურავის ოდენობის 10 ლარით შემცირებით, მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლები მიიღონ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებმა“, - კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავდროულად, წესდება ჯარიმა იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ, რომლებიც BUS LANE-ზე იმოძრავებენ.

კანონპორექტის თანახმად იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხშირია წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე და საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამის რეგულაციას. შემოთავაზებული ცვლილება ადგენს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით.

ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყო მათი მოპარვით, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი