უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ნოემბერი, 2017 17:25
font-size

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 4-ჯერ იზრდება, საურავის ოდენობა კი 40 ლარამდე მცირდება

მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმა 5-დან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეაქვთ და ისინი პარლამენტს წარედგინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა 4-ჯერ იზრდება, საურავის ოდენობა 50-დან 40 ლარამდე მცირდება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებებით გადახდას, რაც შეამცირებს დანაგვიანებასა და ქაღალდის ბილეთებზე გათვალისწინებულ ხარჯს.

„მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია. დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

არარსებული ნასამართლეობის მოტივით, „ტრიბუნას“ რამდენიმე წევრს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს - დავით ჭიჭინაძე

28 სექტემბერი, 2020 , 15:55

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლ

თბილისის მერია ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის უკანონო დაჯარიმებას - თეონა აქუბარდია

28 სექტემბერი, 2020 , 15:55

„სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დედაქალაქის მერია კვლავინდებურად აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის მიმართ ჯარიმების გამოწერას და კვლავინდებურად ზღუდავს მათ საარჩევნო კამპანიას. აქუბარდ

უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინი იცვლება

28 სექტემბერი, 2020 , 15:15

ჯანდაცვის სამინისტრო უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინს შეცვლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხდა. თამ

სწავლის დაწყება დაკავშირებულია გარკვეულად მობილობის სერიოზულ ზრდასთან, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს - ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი, 2020 , 15:15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სკოლებში, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე თქმით, ა

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28 სექტემბერი, 2020 , 14:50

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას იწყებს

28 სექტემბერი, 2020 , 14:50

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 12-16 ოქტომბერს ჩატარდება საცდელი ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად. მასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში სკოლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე