უკან

კომენტარი

18 ნოემბერი, 2016 13:55
font-size

უბრალო მოწოდებებით საკითხები არ გადაწყდება, პრეზიდენტის მხრიდან ველით მეტ თანმიმდევრულობას, სიმტკიცეს - გიგა ბოკერია

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას გაცილებით თანმიმდევრული და მტკიცე იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სესიაზე პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი, დაგროვილი გამოცდილების გამო, შესაძლოა პრეზიდენტთან კონსტრუქციულად ითანამშრომლებს.

„პრეზიდენტთან თანამშრომლობის კუთხით, შეიძლება რაღაც გამოცდილება დაგროვდა ივანიშვილის გარემოცვაშიც, რომ ისეთი ველური მეთოდით არ უნდა იმოქმედონ, ზოგადად, ინსტიტუტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამავე დროს, მათი წინასაარჩევნო განცხადებები და ზოგადად პერსონალურად ივანიშვილის ბუნება, არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ ტოვებს“,-აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ სიტყვაში ახსენა ნაწილი იმ უზარმაზარი გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და იმ პრობლემებისა, რომლებსაც უფრსკრულის პირას მივყავართ.

„ამ პრობლემების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის თვითონ ამ გუნდს. უბრალოდ მოწოდებებით პოლიტიკური საკითხები არ გადაწყდება. პრეზიდენტის მხრიდან ჩვენ ველით უფრო მეტ თანმიმდევრულობას, სიმტკიცეს მინიმუმ, რბილად რომ ვთქვა, მთელი პატივისცემით ინსტიტუტის მიმართ, როდესაც საქმე შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელსაც აქამდე ასეთი თანმიმდევრულობას ადგილი არ ქონია“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მონიკა დავლიანიძე

გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული - ბაჩანა შენგელია

18 აპრილი, 2019 , 15:26

ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული საქმეზე, - ამის შეს

ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა, თუმცა თანამდებობების დატოვება თავად მოუწია - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2019 , 16:55

ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა, თუმცა თანამდებობების დატოვება თავად მოუწია - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენე

საკრებულოს წევრი ლევან არველაძე მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს

17 აპრილი, 2019 , 15:50

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მეტროს რეაბილიტაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ამ მიმართულებით განსახორციელ

“იუსტიციის საბჭო ავგიას თავლა არისო` - გია ხუხაშვილი

16 აპრილი, 2019 , 17:30

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს აფასებს. "ვენეციის კომისიამ გვითხრა - იუსტიციის საბჭო ავგიას თავლაა და სანამ იმას არ გამოხვეტავთ, ახალ ცხენებს ნუ შეკაზმავთო.... " - წერს გია ხუხაშვილი

ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ორიანი დაუწერა - სალომე სამადაშვილი

16 აპრილი, 2019 , 16:25

ფაქტობრივად, ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ორიანი დაუწერა და პირდაპირ უთხრა, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება გააკონტროლოს, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გან

სერგი კაპანაძე უმრავლესობას: „სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?`

16 აპრილი, 2019 , 15:40

"სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?" - პარლამენტარმა სერგი კაპანაძემ ივანიშვილის განცხადებების შეფასება მმართველი გუნდის წევრებს საგაზაფხულო სესიაზე სთხოვა. "ევროპული საქართველოს" წევრი დაინტერესდა, რას ფიქრობენ „ქართული

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019