უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ოქტომბერი, 2017 15:25
font-size

უჩა ნანუაშვილი საქართველოში მცხოვრებ ყველა გოგონას ულოცავს გოგონების საერთაშორისო დღეს

სახალხო დამცველი გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოში მცხოვრებ ყველა გოგონას ულოცავს გოგონების საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ცვლილებების აუცილებლობაზე, რომელიც გოგონათა გაძლიერებისა და განვითარების კუთხით უნდა განხორციელდეს. გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ მიმართული ყველა აქტივობა უნდა იყოს მიმართული გოგონათა უფლებების დაცვისაკენ.

11 ოქტომბერს – გოგონების საერთაშორისო დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2012 წლიდან აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნას საფუძვლად დაედო გოგონათა სხვადასხვა საჭიროების გაჟღერება, რაც მანამდე უხილავი იყო. წელს მთავარი აქცენტი გოგონათა გაძლიერებაზე გაკეთდა.

საქართველოში დღემდე არსებული სოციალური გარემოებებიდან და ზოგიერთი კულტურული ტრადიციიდან გამომდინარე, გოგონების ერთ ნაწილს თანასწორი განვითარებისათვის ადრეული ასაკიდანვე არაერთი რთული ბარიერი აქვს გადასალახი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობები. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად 18 წლამდე ქორწინების რეგისტრაცია კანონით აკრძალულია, აუცილებელია ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფა; უნდა არსებობდეს საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც არასრულწლოვან გოგონებს დაეხმარება, თანაბარი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

არასრულწლოვანთა ქორწინება მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლების მიღების უფლებასთან. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები თავს ანებებენ განათლებას, რაც შემდგომში მოქმედებს მათ ეკონომიკურ თავისუფლებაზე და რაც მთავარია, ერთი-ორად ზრდის ოჯახში ძალადობის რისკს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გადაიხედოს განათლების სფეროში არსებული სასწავლო გეგმები გოგონათა გენდერული გაძლიერებისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმატიულობის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია სპეციალური პროგრამების დანერგვა გოგონათა მიერ ტექნიკური საგნების შესწავლით დაინტერესების მიზნით, შემდგომში თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

სახალხო დამცველის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები გოგონათა უფლებების დასაცავად და გენდერული თანასწორობისათვის დასახული მიზნების განხორციელებისთვის.“

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი