უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

2 მარტი, 2017 15:15
font-size

უჩა ნანუაშვილი-თეა წულუკიანის განცხადებაზე: ეს იყო მინისტრის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებეულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უჩა ნანუაშვილი ივანე მერაბიშვილს სტრასბურგის სასამართლოში მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წულუკიანის განცხადება ამახინჯებს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახვად მიზნად.

ნანაუაშვილის თქმით,სავარაუდოდ ქალბატონ მინისტრს სურს საკუთარი შეცდომა და პროცესის არასწორი წარმართვა სხვას გადააბრალოს.

„საქართველოს მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რომ გაეთვალისწინებინა, შესაძლებელი იყო, არც ევროსასამართლოში წაეგო ჩვენს ქვეყანას საქმე და არც დიდ პალატაში გასაჩივრების საჭიროება დამდგარიყო.

ნებისმიერი პატიმრის საკნიდან გაყვანა ღამის საათებში და მასზე ზეწოლა ამა თუ იმ ჩვენების მიღების მიზნით კანონს ეწინააღმდეგება და როცა ამ ფაქტებზე პატიმარი საუბრობს, მიუხედავად პატიმრის მონაყოლის სანდოობისა, საგამოძიებო უწყებამ უნდა გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის არსებობის გამო, შესაბამისად მერაბიშვილი განცხადებაც უნდა ყოფილიყო გამოძიებული. გამოძიების დაწყებას ითხოვდა სახალხო დამცველი 2013 წლის 17 დეკემბრიდან და ამაზე საუბარია სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც.

სახალხო დამცველმა ევროსასამართლოს მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც პირმა, რომელიც პირადად შეხვდა ივანე მერაბიშვილს ციხეში და მოისმინა პატიმრის მონაყოლი. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევა. სწორედ იმის გამო, რომ მერაბიშვილის ე.წ. საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება არ ჩატარებულა. სახალხო დამცველს პირადად დაუკავშირდა მერაბიშვილის ინგლისელი ადვოკატი, რომელსაც უჩა ნანუაშვილმა პატიმართან შეხვედრის და გამოძიების მოთხოვნით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველი ერთადერთი ნეიტრალური პირია, რომელიც ციხეში შეხვდა მერაბიშვილს და ვისაც პატიმარმა პირადად მოუყვა საკნიდან მის გაყვანასთან დაკავშირებული ვერსია.

უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და ამაში გამოძიებას ყველა მხარე უნდა დაეხმაროს. სახალხო დამცველის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანთა უფლებები მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ეს არ არის პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკული განცხადების პირველი შემთხვევა სახალხო დამცველის მისამართით. მსგავსი ტიპის განცხადებები ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, თუმცაღა, ასეთი დამოკიდებულება სახალხო დამცველზე ვერ მოახდენს გავლენას, აპარატი აგრძელებს მანდატის ფარგლებში საკუთარი ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას“,-ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.

თეა წულუკიანმა გადაცემა „მთავარში განაცხადა“, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე დიდ პალატაში განხილვა 8 მარტს გაიმართება. მისი თქმით, „სიახლე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეს ოფიციალურად მის სასარგებლოდ, მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი სტრასბურგში, მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ოთარ კახიძის ხელით, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატია. სახალხო დამცველი მხარს უჭერს, და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე, ასე ვთქვათ, მოწმედ დაუდგა მას, რბილად რომ ვთაქვათ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი იმისა, რომ ასეთი მოწმის პირობებშიც კი დავამტკიცოთ ის, რაც არის ნამდვილად სიმართლე“.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - დავით ჭიჭინაძე

1 ივნისი, 2020 , 17:10

რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა“, - აცხადებს პ

ძალიან კარგ ადგილზე ვარ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს - ამირან გამყრელიძე

1 ივნისი, 2020 , 16:25

"პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით, რომ მე 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია",- ამის შესახებ დაავადებათა კონტ

სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტებს - ნათია მეზვრიშვილი

1 ივნისი, 2020 , 16:00

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით გან

დარჩენილია ერთი პატარა ნაბიჯი - გიორგი რურუას გათავისუფლება - რომან გოცირიძე

1 ივნისი, 2020 , 15:30

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, - აცხადებს ფრაქცია „ნაცი

გიორგი გახარია რომან გოცირიძეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ

29 მაისი, 2020 , 16:26

წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებო

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში - თეა წულუკიანი

27 მაისი, 2020 , 10:55

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო გამწ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!