უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

უძრავ ნივთებზე ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების არქივირების პროექტი დასრულდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ მონაცემებზე ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების არქივირების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით დაასრულა.

ამიერიდან, ნებისმიერ რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაშია განთავსებული, რაც ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, მონაცემთა ბაზების სრულყოფას, ზუსტი სტატისტიკის წარმოებას, სწრაფ და ხარისხიან რეგისტრაციას უწყობს ხელს.

ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი..) და ა.შ. სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა თავიანთ საქმიანობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ.

საჯარო რეესტრის არქივირების პროექტს მასშტაბური სახე 2014 წელს მიეცა და მასში, დამატებით 100 თანამშრომელი დასაქმდა. პროექტის ფარგლებში, სააგენტოს ფილიალებიდან სულ 60 869 ბაინდერი დამუშავდა.

კახაბერ გვანცელაძე ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა

18 დეკემბერი, 2017 , 12:25

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც 200-მ

ქართულ-ჩინური სოფლის მეურნეობის ტექნიკური თანამშრომლობის ორწლიანი პროექტის შეაჯამეს

18 დეკემბერი, 2017 , 12:25

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომ

პატრიარქი ილია არა მხოლოდ მიყვარს, არამედ მას დიდ პატივს ვცემ - მსოფლიო პატრიარქი

18 დეკემბერი, 2017 , 12:00

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე ისაუბრა „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს მოახლოებული აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა. „მ

დღეიდან სპეციალურად ადგილებში საახალწლო გარევაჭრობა იწყება

18 დეკემბერი, 2017 , 11:25

დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საახალწლო გარევაჭრობა სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე განხორციელდება. მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ

თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია

18 დეკემბერი, 2017 , 10:30

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კო

კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18 დეკემბერი, 2017 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის საკითხე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე