უახლესი ამბები
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
- 08.03.2021 14:15მიხეილ სარჯველაძე ჩანაწერებზე: არ მგონია, გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს
არქივი
საზოგადოება


უფასო მედიკამენტებით დაახლოებით 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე ისარგებლებს
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით დაახლოებით 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე ისარგებლებს.
როგორც სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედებასთან დაკავშირებით განმარტა, სამიზნე პოპულაცია იქნება დაახლოებით 600 ათასი ადამიანი
მინისტრის ინფორმაციით, ეს იქნება 5 ძირითადი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტები.
,,დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სპეციალისტებმა საქართველოს სტატისტიკაზე და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებით გათვალეს ასაკობრივი ჭრილი, ჯანმრთელობის რისკის მიხედვით, ამ 600 ათასი ადამიანიდან რამდენს შეიძლება ჰქონდეს პოტენციური ქრონიკული დაავადება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ 600 ათასივე ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის რეალური მოსარგებლე იქნება 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე, თუმცა, სხვადასხვა მასშტაბით. ზოგს შეიძლება დასჭირდეს მაგალითად, შედარებით იაფი პრეპარატი, დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო ტაბლეტები, იმიტომ, რომ პირველ ტიპზე, ინსულინზე უკვე არსებობს პროგრამა და ა.შ. ეს პროექტი ძალიან სკურპულოზური გათვლებით გაიწერა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.
ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი; ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მედიკამენტის შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. თუ მედიკამეტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატის წარმოდგენა. მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
8 მარტი, 2021 , 18:08
„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება
8 მარტი, 2021 , 17:45

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
8 მარტი, 2021 , 17:06
მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
8 მარტი, 2021 , 16:55

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი
8 მარტი, 2021 , 14:15

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია
8 მარტი, 2021 , 13:00