უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 დეკემბერი, 2017 16:25
font-size

უფასო სასადილოების თანხა არ შემცირებულა - მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ბირბიჩაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომავალი წლიდან ზოგიერთ უფასო სასადილოში ბენეფიციარების გამოკვებაზე გამოყოფილი თანხა შემცირდება.

ბირბიჩაძემ ეს არ დაადასტურა. მისი თქმით, ზედა ზღვარია გაზრდილი 500 000-ზე მეტი ლარით.

რაც შეეხება ენმ-ის მიერ წარმოდგენილ სატენდერო ხელშეკრულებას, სადაც ერთ ბენეფიციარზე განკუთვნილი თანხა 1.18-დან 1.13 ლარამდე მცირდება, ბირბიჩაძემ ახსნა, რომ კლება ტენდერის სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდა.

„უფასო სასადილოების თანხა არ შემცირებულა, პირიქით ჭერი გაზრდილია 500 ათასზე მეტი ლარით. ეს უბრალოდ ტენდერის სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდა კლება, თუმცა ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი მონიტორინგი და ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს თანხების მობილიზება და კიდევ უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბირბიჩაძემ.

ბირბიჩაძის მტკიცებით, ისინი მუშაობენ, რომ გაუმჯობესდეს პირობები უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მოსვლის შემდეგ ბენეფიციართა კვების რაციონი გაუმჯობესდა.

„მე ვიცოდი, როგორი იყო მათი კვება ჩვენი გუნდის მოსვლამდე და მე ვიცი როგორია ახლა, თუმცა ეს არ არის ის, რომ ჩვენ თვითკმაყოფილებას მივეცეთ და ეს ყველაფერი კარგია და ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს,“ - თქვა ბირბიჩაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2018 წელს უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 1 ლარი და 18 თეთრის ნაცვლად 1 ლარსა და 13 თეთრს გამოჰყოფს.

ნადირაძე გლდანის რაიონის მაგალითზე ისაუბრა.

ნადირაძემ დაამატა, რომ თბილისის ოთხ რაიონში არსებული უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი 1.18 ლარი შემცირებულია 1.17 ლარამდე.

ანა მებურიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პოლიციამ ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე. ი. დააკავ

ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

21 სექტემბერი, 2019 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

21 სექტემბერი, 2019 , 12:35

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს

გერმანული ლაბორატორიის დასკვნით, წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

21 სექტემბერი, 2019 , 12:15

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) დასკვნით, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს