უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2017 10:55
font-size

უფლებადამცველი სოსო ოხანაშვილს: თქვენს დროს მოწამლეს უწმინდესი და რა თქმა უნდა, უფალი არ დაუშვებდა იმ შედეგს, რაც მაშინ გქონდათ ყველას ჩაფიქრებული

უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ბერიკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ამ უკანასკნელის პატრიარქის დაცვის უფროსობის დროს ადგილი ჰქონდა ილია მეორის მოწამვლის მცდელობის ფაქტს.

,,დღემდე კომენტარი არ გამიკეთებია საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.....

სოსო ოხანაშვილი არის ის პიროვნება, რომელიც უწმინდესის სიძე ნაციონალური მოძრაობის დავალებით გახდა, რადგან ის ერთ-ერთი აგენტია და აგენტები უკვე იმდენი ყავს ამ პატარა ქვეყანას, რომ გასაკვირი არაფერია, ტყუილად ცდილობს ამ მარაზმით მოცული ქმედებებით საკუთარი თავის დაძვრენას!

მე როგორც უფლებადამცველი ვეკითხები მას, მოწამლეს თუ არა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა უწმინდესი მაშინ, როდესაც ის მისი დაცვის უფროსი იყო?

- არ ვიცი ეს არსება რას უპასუხებს მე მას ადამიანს ვერ ვუწოდებ რადგან ადამიანობისგან ძალიან შორსაა მისი არსება, დიახ ბატონო სოსო მოწამლეს და თან მაშინ როდესაც თქვენ იყავით მისი დაცვის უფროსი! ~

დიახ ბატონო სოსო ოხანაშვილო, თქვენს დროს მოწამლეს უწმინდესი და რა თქმა უნდა უფალი არ დაუშვებდა იმ შედეგს რაც მაშინ გქონდათ ყველას ჩაფიქრებული. ის ყავის ჭიქა გასკდა და დაიღვარა მოწამლული ყავა, გახსოვს ხომ ოხანაშვილო? არამგონია გაგიკვირდეს მე საიდან ვიცი, მე კიდე ბევრი რამე ვიცი და სამწუხაროდ ფაქტებს ვერ დავდებ, რომც შემძლებოდა ამ საქმის გამოძიება ზუსტად ვიცი რომ უწმინდესი აუცილებლად შეგინდობდა, ბევრჯერ გაპატია მაგრამ როდესაც შენში სატანა მძვინვარებს შენ უნდა გინდოდეს მისგან გათავისუფლება მაგრამ უკვე ცხადია, რომ ვერ ელევი ნაციონალური მოძრაობის სატანურ სექტას არ ვიცი შინაგად ხარ ასეთი თუ კომპრომატები გაიძულებს მაგრამ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოგეკითხება და ზოგადად ყველას მოეკითხება უწმინდესზე და ეკლესიაზე ასეთი თავდახმების გამო.

დიახ ბატონო სოსო ოხაანშვილო, თქვენს გარეშე უწმინდესთან ახლოს პატარა ბავშვიც ვერ მიდიოდა ისეთი აგრესიით გამოირჩეოდით წირვების დროს რისი მომსწრეც მეც ვარ და ბევრჯერ უწმინდესს უნიშნებია კიდეც, რომ ეგ თქვენი აგრესია ხალხის მი მართ გაგეჩერებინათ და თვითონ უწმინდესი მოდიოდა ჩვენთან დასალოცად,,,,

თქვენ მას კი არ იცავდით, სწორედ თქვენი დამსახურებაა დღეს რომ მისი ჯანმრთელობა დამძინებულია, შენი დაცვის დროს ყველაზე დიდი მარაზმი ხდებოდა ყველგან რადგან ყველგან თქვენი საცეცები გქონდათ გაშვებული რადგან ნაციონალური მოძრაობის აგენტი იყავით მის ოჯახში ჩასმული, როგორ შეიძლებოდა ნაციონალების მეგობარი ადამანი ყოფილიყო?

და თქვენ გგონიათ უწმინდესმა არ იცოდა ან არ იცის რა ხდებოდა ან რა ხდება?

რუსთავი ორთან ინტერვიუს დროს საბოლოოდ ჩამოგეხსნა ნიღაბი!

იმდენად ურწმუნო ხარ და ალბად ნაციონალებსაც იმდენი კომპრომატები აქვს შენზე, რომ ჩუმად წავლასაც ვერ ახერხებ რომ გაქრე და კიდე აგრძელებ უწმინდესზე თავდასხმას...

დღეს ამ სიუჟეტით შენ შორენა თეთრიაშვილს კი არა მის უწმინდესობას მიაყენე დიდი ტკივილი მაგრამ შენ ამას ყოველთვის სიხარულით აკეთებდი რადგან მაგსითვის მიგავლინეს მანდ....

რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, ვინც მასზე საუბრობს ერთი რამ უნდა გაითავისოს, რომ არც უწმინდესზე ჭკვაინები ხართ და არც მასზე ბრძენები, რომ რჩევა დაგირეგებები აფრქვიოთ და ბიბლიას რომ კითხულობთ და ჩვენ გვასწავლით მანდ პირველი რაც უნდა იცოდეთ ისაა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევის გარეშე ხმის ამოღების უფლება არ გაქვთ სააჯროდ!

ერთადერთი რწმენა და უფლის იმედი დაგვრჩა ხალხს და იმასაც დაუნდობლად ებრძვით და დაბნეული ადამიანების აყოლიებას ცდილობთ, მაგრამ კარგად გახსოვდეთ წმინდა ბერი გაბრიელის სიტყვები - აგუზგუზებულ ნაკვერჩხალს ყველა მოიმკით მალე და ეს დღე შორს არაა!

საცოდავი სანახავები ხართ იმ ფონზე, როდესაც გგონით რომ უწმინდესი ვერ აკონტროლებს ან არ აკონტროლებს სიტუაციას, ძალიან შორს ხართ ამ დროს უფლისგან თორემ ასე დაბალი ინტელექტით არ მიუდგებოდით ამ საკითხს!

უწმინდესი დღეგრძელი იქნება და მას არავის დაცვა არ სჭირდება როდესაც მასში უფალია და მადლობა უფალს, რომ ჩვენს ქვეყანას უწმინდესი ყავს!

კიდევ ერთხელ ვამბობ, დღემდე არ ვიღებდი ხმას რადგან უფალი, რწმენა, დედა ეკლესია და უწმინდესი ჩემთვის ყველაზე სათუთი თემაა და მე ცოდვილს არ მაქვს უფლება ამაზე საჯაროდ ვწერო მაგრამ დღეს რუსთავი 2-ზე გასულმა კრიმინალური ნიშნების შემცველმა სიუჟეტმა, რომელიც მიმართულია არა მარტო უწმინდესის წინააღმდეგ არამეთ ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც გაცხადდა რომ ტერორირტებს ვმალავდით თურმე ჩვენს ქვეყანაში ვალდებულად ჩავთაველე თავი რიგითმა მოქალაქემ, მომიტევოს უფალმა და მისმა უწმინდესობამ ეს ჩემი გულახდილობა, რომელიც საჯაროდ გამოვხატე მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ უნდა დამეწერა ეს წერილი.....

რაც შეეხება ამ სიუჟეტის სამართლებრივ მხარეს, მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყეთ გამოძიება ამ უმძიმესს ბრალდებებზე რომელსაც უყენებენ ჩვენს სახელმწიფოს რამეთუ ძებნილი ტერორიტების დამალვა ძალიან მძიმე ბრალდებაა და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ამ ტელევიზიის მხრიდან უნდა დამთავრდეს სიცრუის ტირაჟრება, თან ბრალდებებსაც გააჩნია ესენი ყველა ზღვარს გაცდნენ!

ასევე კითხვა გვაქვს რუსთავი 2 მოწმე ოხანაშავილთან თუ ტერორისტები იყვნენ უწმინდესის სახლში ოხანაშვილი დაცვის უფროსი იყო და მის გარეშე როგორ მოხდა ეს ფაქტი? ოხანაშვილის გარეშე ჩიტი ვერ დაფრინავდა ვერსად!

ველოდებით სწრაფ რეაგირებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს უწმინდესის და დედა ეკლესიის დევნა!“, - წერს ინგა ბერიკაშვილი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების პუნქტები განთავსდა

23 აგვისტო, 2019 , 17:25

ჯანდაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. აღნიშნული, საგანგე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს