უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 ოქტომბერი, 2021 18:01
font-size

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ტურისტული გამოფენა-ბაზრობა გაიმართა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ტურისტული გამოფენა - ბაზრობა გაიმართა.

გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მხატვრები, საოჯახო სასტუმროების, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ადგილობრივებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები, რომლებსაც ტურისტებსა და სტუმრობს აცნობდნენ. სტუმრების განწყობაზე ადგილობრივმა საბავშვო ანსამბლებმა და ანსამბლმა „ფორტემ“ იზრუნეს. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად იმართება, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა.

ტურისტულ გამოფენა - გაყიდვას ტურისტებთან ერთად, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ასეთი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ადგილობრივი ხელოვანი ადამიანებისთვის, ასევე მარნებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებისთვის, რადგან ტურისტები აქ ეცნობიან მათ საქმიანობას, მათთვის საჭირო ადგილებს და ეს კი თავის მხრივ ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას ნიშნავს. მადლობა სააგენტოს ტურიზმის განყოფილებას, ასეთი ღონისძიების მოწყობისთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშეწყობისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და პანდემიის დამარცხების შემდეგ, კიდევ უფრო გრანდიოზული გამოფენები მოეწყობა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გივი კოვზიაშვილი

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი