უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 თებერვალი, 2020 16:45
font-size

უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

როგორც „მედიანიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მექანიზმი შეიქმნა იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობა გახდეს უფრო კოორდინირებული. ციხელაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

„ეს არის ამ კომისიის პირველი სხდომა, ეს მექანიზმი შეიქმნა ახლახანს იმისათვის, რომ ჩვენი მუშაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მიმართულებით გახდეს უფრო კოორდინირებული, მასში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ამ სამუშაოს კოორდინაციას უწევს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. საუბედურო და ტკივილიანი გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ 2300-ზე მეტი პირი არის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული. დღეისათვის ჩვენ მოვახერხეთ 500-ზე მეტი ნეშტის ექსჰუმირება ორი ჰუმანიტარული მექანიზმის ფარგლებში, ეს არის ორმხრივი ქართულ-აფხაზური და სამმხრივი ქართულ-რუსულ-ოსური კომისიები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ სამუშაოში და მინდა მათ მადლობა გადავუხადო უდიდესი წვლილისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციამ ნამდვილად შეიტანა ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ბევრი ოჯახისთვის ისიც კი, რომ მათ იციან სად არის ახლობლის საფლავი ამ უმძიმეს ვითარებაში არის ერთგვარი შვება. ჩვენ კიდევ ბევრი ადამიანი გველოდება და ელოდება საკუთარი ახლობლის ბედის გარკვევას და მგონია, რომ მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს რა თქმა უნდა, მაქსიმალურად, მათ შორის ინფორმაციის გაზიარებით, სადაც ანონიმურობა ცხადია დაცულია, თუ უბრალოდ გაცხადებითამ პირების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაკარგულთა რიცხვი საგრძნობლად აღემატება მათ რიცხვს, რომლებიც დღეს სიაში არიან,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს 1990-იანი წლების და 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიკაციის და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი.

პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით - თენგიზ ცერცვაძე

7 აპრილი, 2020 , 19:25

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს ორ-სამ კვირაში ვარაუდობს. მისი ვარაუდით, პიკის დროს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეში 100-ს არ აღემატება. ჯამური რაო

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა

7 აპრილი, 2020 , 18:15

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 82 წლის იყო.  ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

7 აპრილი, 2020 , 17:51

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12:30 საათზე პარიზის შარლ

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს

7 აპრილი, 2020 , 17:35

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცე

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულმა პირებმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადონ

7 აპრილი, 2020 , 17:15

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადაა 30 დღე. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გაასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. &bdquo

გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან - გიორგი გახარია

7 აპრილი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`