უკან

სამართალი

12 ნოემბერი, 2019 11:10
font-size

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.

„2018-2019 წლის განვლილ პერიოდში, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში – 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია – ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში, რითაც მიიღო დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

დედამ ბავშვი სასამართლო სხდომაზე არ მოიყვანა, სოციალურმა სამსახურმა მოძიებაზე უარი განაცხადა, პოლიცია კი ბოლო კვალს ეძებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

5 ივლისი, 2020 , 16:27

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრ

პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

5 ივლისი, 2020 , 10:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს

ფოთში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

4 ივლისი, 2020 , 17:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამ

თბილისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

4 ივლისი, 2020 , 10:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს, ტერიტორიაზე

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი დავით ჭაკუას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო

3 ივლისი, 2020 , 14:45

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ქართულ მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მო

სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

3 ივლისი, 2020 , 11:30

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე