უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 იანვარი, 2017 14:10
font-size

უკეთესი იქნება, თუკი პერმანენტული სადამკვირვებლო მისია განთავსდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

იაგლანდმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივი სადამკვირვებლო მისიის არსებობის აუცილებლობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ადგილზე ვიყოთ წარმოდგენილები და ისე გავავრცელოთ ცნობები, თუ რა ხდება. წელიწადში ორჯერ პირადად მე ვამზადებ ანგარიშს. უკეთესი იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ პერმანენტული სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ადგილზე, რომ გვქონდეს უფრო ზუსტი ინფორმაცია. ყველა წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ წვდომა გვქონდეს ამ ტერიტორიაზე, საკუთარი თვალით ვნახოთ ყველაფერი,“- განაცხადა იაგლანდმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მან გააცნო ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი სიტუაცია.

იაგლანდმა ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით. მან დაამატა, რომ ევროსაბჭო მზადაა, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო რეფორმის განხორციელებაში.

„მინდა, მივულოცო საქართველოს ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. ევროპა მხარს უჭერს საქართველოში რეფორმების პროცესს, როგორც ეს სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ფოკუსირებული ვართ, რომ საუკეთესო როლი შევასრულოთ სასამართლოს რეფორმის პროცესში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სურს, მჭიდროდ იმუშაოს ვენეციის კომისიასთან, რომელიც არის საპატივსაცემო ორგანო მთელ მსოფლიოში,“- თქვა ევროსაბჭოს გენმდივანმა.

პრესკონფერენციაზე იაგლანდმა ასევე ისაუბრა მედიაპლურალიზმსა და მაუწყებლობის შესახებ კანონზე.

დღეს ტორბიორნ იაგლანდს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

ანა მებურიშვილი

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი