უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მაისი, 2018 17:40
font-size

უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის - პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია - ,,Save the Children Nederland’’ ერთად, პროექტს - ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის’’ განახორციელებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების (მათ შორის ინკლუზიური ახალგაზრდების) სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი ფინანსურ მხარდაჭერის სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ.

მათ შორის განხორციელდება:

ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება.

საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება.

ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებების მოწყობა.

შრომის კანონმდებლობაზე, ჩართულობასა და თანასწორობაზე, საგადასახადო კანონმდებლობაზე, დასაქმებულთა უფლებებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება.

დისკუსიების ჩატარება ხელისუფლების, დასაქმების, ახალგაზრდობისა და განათლების საკითხებზე მომუშავე პირების მონაწილეობით დიალოგისა და უკეთესი პრაქტიკის გაზიარებისთვის.

პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ - ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების ნიჭის, ცოდნისა და უნარების განვითარებას და მათ დასაქმებას.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი