უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 თებერვალი, 2020 11:10
font-size

უხარისხობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა.

კალაძემ ყურადღება გაამახვილა გლდანში ორ ქუჩაზე წარმოებულ სამუშაოებზე და უკმაყოფილება გამოთქვა სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, მერია თვალს ვერ დახუჭავს უხარისხობაზე და კომპანიებს მოუწევთ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ.

კახა კალაძის განმარტებით, კომპანიას, რომელიც გლდანში ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე აწარმოებდა სამუშაოებს, დაევალა, საგზაო ინფრასტრუქტურა თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს.

„რადგან ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო გლდანში, კონკრეტულად ორ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე, ეს არის ბოჭორიშვილის ( ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩები, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს.

ჩვენ ამ ორ ქუჩაზე გვქონდა პრობლემები. როდესაც მოხდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შევიდა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და ლაბორატორია შემოწმებაზე, რათა ჩაებარებინა პროექტი, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო. ამას ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მოყვა რეაგირება.

ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, თვალს ვერ დავხუჭავთ არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე. შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა, თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა.

ელემენტარულად სინჯების აღება ვერ მოახერხა ლაბორატორიამ ისეთი ცუდი მოასფალტებული იყო ეს ქუჩები. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი ოპონენტების მხრიდან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის თვალსაზრისით, რომ, აი, ამდენი ხანი ახორციელებენ სამუშაოებს, დააგეს, ახლა თავიდან თხრიან.

არა, მეგობრებო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში თვალს არ დავხუჭავთ უხარისხობაზე, შეუსრულებელ ვალდებულებებზე, სამწუხაროდ, არსებობს ასეთი კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებუყლებებს. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებლი ვალდებულებები შეასრულეთ, სხვას არაფერს გთხოვთ, გვინდა, ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული სამუშაოები და დროულად მორჩეს სამუშაოები, რომელიც ზოგადად დისკომფრტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ რამით დაგვეხმაროთ, ეს არ გამოვა, მეგობრებო.

ყველა ვემსახურებით ჩვენს ქალაქს, ხალხს, შესაბამისად, კეთილი ინებეთ ყველამ და შეასრულეთ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ჩვენ არ ვაპირებთ, თავი დავუხაროთ ასეთ გაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კონკრეტულ კომპანიას მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება თავისივე ხარჯებით.

თქვენგან გვჭირდება ჩვენ მხარდაჭერა და თანადგომა, მხოლოდ ჩვენი მთავრობის წევრების არ არის ეს ქალაქი, ყველასია. ერთადერთი, რასაც გთხოვთ, გთხოვთ თანადგომას და მხარდაჭერას, რომ მოვაწესრიგოთ ეს ქალაქი, გავალამაზოთ, ყველა აქ ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით.

დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს ორივე ქუჩა ძალიან მალე იქნება მოწესრიგებული და სალაპარაკო არ გახდება ეს თემა. მინდა, გლდანის გამგებელს დავავალო, რომ რაც შეიძლება დროულად შეასრულონ სამუშაოები, რაც არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი, ეს იქნება ჯარიმა, თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გააკეთეთ, რათა ასეთმა კომპანიებმა მეორეჯერ არ მიიღონ მონაწილეობა. თუ არ გაქვს შესაძლებლობა და თავი, შეასრულო სამუშაოები, დაანებე თავი და ნუ მიიღებ მონაწილეობას ტენდერში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`