უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

22 აპრილი, 2017 11:35
font-size

უკრაინასა და საქართველოს გვაქვს ერთნაირი მიზნები, ერთნაირი ღირებულებები და საერთო პრობლემა - რუსეთი - პავლო კლიმკინი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი შიდა ქართლში სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასაც გაესაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

,,ამ ყველაფრის ადგილზე ნახვა ძალიან მძიმე განცდაა. მაქვს იგივე ემოცია, რაც ჩემს ქვეყანაში, რადგან დონბასი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თუმცა ჩვენთან ისევ ისვრიან, იღუპება ხალხი და ყველგან, სადაც რუსეთია, პრობლემებია.

უკრაინასა და საქართველოს გვაქვს ერთნაირი მიზნები, ერთნაირი ღირებულებები და საერთო პრობლემა - რუსეთი. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაზარალდა ომისა და ოკუპაციის შედეგად’’, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღესვე დაგეგმილია პავლო კლიმკინის შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან და შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ამაღამ დატოვებს.

ნინო ექვთიმიშვილი

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების

მზად ვართ თბილისთან დისკუსიებისთვის, თუკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებენ სამხრეთ ოსეთს - ანატოლი ბიბილოვი

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსური მხარე მზადაა დისკუსიისთვის თბილისთან იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`