უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

22 დეკემბერი, 2017 14:30
font-size

უკრაინაში დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ის უნგრეთში 45 ყუთი სიგარეტის გადატანას ცდილობდა

უკრაინაში, ზაკარპატიეს ოლქის გამშვებ პუნქტ „უჟგოროდში“ დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც უნგრეთში სიგარეტის 45 ყუთის გადატანას ცდილობდა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მანქანის ჩხრეკაზე უცხოეთის მოქალაქე თავდაპირველად უარს ამბობდა, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

„გამშვებ პუნქტში ჩეხური რეგისტრაციის მქონე მიკროავტობუს "Мerсedes-Bens Viano"-ს სასაზღვრო შემოწმების დროს პროცესში თამბაქოს ძიებაზე გაწვრთნილი სასაზღვრო სამსახურის ძაღლი ჩაერთო. ამან მანქანის უფრო საფუძვლიანი ჩხრეკის საფუძველი მისცა, თუმცა უცხოელმა უარი თქვა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე. ამის გამო ადგილზე გამოიძახეს უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და მძღოლის ადვოკატი“, - წერია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

ჩხრეკის შედეგად 21 სხვადასხვა ზომის ჩანთა აღმოაჩინეს მანქანის სალონში. შიგთავსის საერთო ღირებულების ჯერ კიდევ ადგენენ.

ანა მებურიშვილი


შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ