უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
კომენტარი
უკრაინაში გუშინ დამარცხდა ოლიგარქი, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი - ნიკა მელია
უკრაინაში გუშინდელი არჩევნები იყო საარჩევნო უბნებთან რევოლუცია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იგივე მოხდება საქართველოშიც, უკრაინაში გუშინ საარჩევნო ურნებთან რევოლუცია მოხდა. დამარცხდა ოლიგარქი, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, უკრაინაში გუშინ განვითარებული მოვლენები, ანუ ოლიგარქატის დამარცხება, მხოლოდ ძალას შემატებს ქართული ოპოზიციური ძალების ბრძოლას ქართული ოლიგარქატის წინააღმდეგ. მე მჯერა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების საშუალება მიეცემა, რადგან ის უკანონოდ იყო ქვეყნიდან გამოძევებული.
რაც გუშინ უკრაინაში მოხდა, ნიშანდობლივია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, დამარცხდა ოლიგარქი, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი. მან ვერ შეინარჩუნა ხელისუფლება, რატომ? იმიტომ, რომ მას არაფერი უკეთებია წლების განმავლობაში, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი არაფერს აკეთებს.
გუშინდელი არჩევნები იყო უკრაინის რეფერენდუმი. ეს იყო რევოლუცია საარჩევნო უბნებთან და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იგივე მოხდება საქართველოშიც, ხალხი უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს, ჩხარტიშვილს, გომელაურებსა და გახარიას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,46 პროცენტი მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი
7 ნოემბერი, 2025 , 12:06

